პროექტის სახელი
ზომის, წონის და ფულადი ერთეულები
პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით
მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ქვეყნების ზომის, წონის და ფულად ერთეულებს, მათ შორის კავშირს, აგრეთვე ძველ ქართულ ზომისა და წონის ერთეულებს.

პროექტის სრული აღწერა მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოში ძველ დროში არსებულ ზომისა და წონის ერთეულებს. მოიძიებენ ქართულ ნაწარმოებებში, ზღაპრებში, იგავებსა თუ თქმულებებში იმ ფრაგმენტებს, სადაც ნახსენებია აღნიშნული ერთეულები. ასევე გაიხსენებენ იმ ანდაზებსა და გამონათქვამებს, სადაც ნახსენებია ძველი ქართული ერთეულები. განიხილავენ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ, საერთაშორისო ზომისა და წონის ერთეულებს და მათ გარდა აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას ზოგიერთ
სახელმწიფოში დღესდღეისობით გავრცელებულ ზომისა და წონის სპეციფიკური ერთეულების შესახებ. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულების შესახებ. ასევე წილადებისა და ათწილადების საშუალებით გაიაზრებენ კავშირს სხვადასხვა ერთეულებს შორის
მონაწილეთა ასაკი
11–13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში ინტერნეტის, დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება, გაანალიზება, დისკუსიის მოწყობა, მათემატიკის გაკვეთილზე წონისა და ზომის სხვადასხვა ერთეულებს შორის კავშირის დამყარება წილადებისა და ათწილადების საშუალებით. ისტორიის გაკვეთილზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში გავრცელებულ ზომისა და წონის ერთეულების შესახებ ინფორმაციის მიღება. ქართულის გაკვეთილზე იმ ანდაზებისა და ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების გახსენება, სადაც ერთეულებია ნახსენები.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას სარგებელი სხვებისთვის ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და დასკვნების გამოტანის უნარი. აგრეთვე მიიღებენ ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას ზომისა და წონის ერთეულების შესახებ, შექმნიან ცხრილებსა და პლაკატებს ერთეულთა სისტემების შესახებ. მოპოვებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
სამუშაო ენა
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

მათემატიკა_ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად პროექტში განხილული საკითხების მეშვეობით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი, აგრეთვე წილადის სხვადასხვა ასპექტის გაგება.
ისტორია_ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად პროექტში განხილული საკითხების მეშვეობით მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი საზოგადოების ცხოვრებისა და განვითარების მიმართ წარსულსა და აწმოში, რათა დასვან კითხვები, შეაგროვონ ინფორმაცია, გაანალიზონ მიმდინარე საკითხები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ახდენენ მარტივ ისტორიულ და გეოგრაფიულ კვლევებს.
გეოგრაფია_ შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა სხვადასხვა ქვეყნების მდებარეობისა და ფულადი ერთეულების შესახებ.
ქართული_ შეისწავლიან ეპოსს.
პროექტის ფასილიტატორი
ეკა ბანცური
ფასილიტატორის ელ.ფოსტა
ekabancuri@gmail.com
პროექტის ფორუმი
ფორუმი არ გვაქვს
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი
http://ekabancuri.blogspot.com/2010/04/blog-post.html